დღე პირველი

პირველივე დღეს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა.  გაიხსნა ფორუმი, მოგვესალმნენ ორგანიზატორები, შეგვაქეს, მოგვეფერნენ და წარმატებები გვისურვეს.ამის შემდეგ ყველა ჩვენ ჩვენი სტენდის გაფორმებას შევუდექით, რათა სათანადოდ წარგვედგინა ის დაინტერესებული პირებისთვის.






საღამოს ჟიურიც გვეწვია. პირველი მე აღმოვჩნდი და აქ მშველელად და მფარველ ანგელოზად სამივეს მაიქროსოფთ საქართველოს წარმომადგენელი და ჩვენს დელეგაციაში ერთადერთი მამაკაცი შოთა მურცხვალაძე მოგვევლინა, რისთვისაც სამივეს სახელით დიდ მადლობას ვუხდი.


2 комментария:

  1. რუსა მიხარია თქვენი, სამივეს, წარმატებები და თვალს ვადევნებ ყველაფერს რასაც ჩვენს სამზეოზე გამოიტან, სიხარულით ვეცნობი და დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავ <3

    ОтветитьУдалить