დღე მეორე

ყველაზე შთამბეჭდავი მეორე დღე აღმოჩნდა, როდესაც დილით ისევ ჟიურის ვაწონებდით თავს (  პირველი ისევ მე), ხოლო შემდეგ შევხვდით სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს და გავეცანით მათ პროექტებს.საოცარი იყო ამდენი მონდომებულ-შემოქმედი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელის ერთად ნახვა. ფორუმის მონაწილეები დაყოფილები ვიყავით სხვადასხვა ჯგუფებად, რომლებსაც ერთობლივად უნდა შეგვემუშავებინა სასწავლო პროექტი. ჩემს ჯგუფში იყვნენ: მარეხი ბასილიძე ( საქართველო), João Carlos Ramalheiro (პორტუგალია), Vanessa Cristina (ბრაზილია), Mabusane Tlali (ლესოტო).







Комментариев нет:

Отправить комментарий