გაუდი 1852 წლის 25 ივნისს დაიბადა რეუსშო. არქიტექტურას ბარსელონაში დაეუფლა და აქვეა თავმოყრილი მისი ნამუშევართა უმრავლესობაც . გაუდის თავისი შედევრები ესპანეთის გარდა არსად აუგია. ძირითადად მშობლიურ კატალონიასა და ბარსელონას ალამაზებდა . მარტოსული , მწუხარე , ჩუმი დიდოსტატის ცხოვრება იდუმალებით იყო მოცული მისეულ ქმნილებებსაც ლეგენდებისა და მითების ნისლი ებურა . მის ქმნილებებში აისახება ის, რისი ერთგულიც დარჩა ბოლომდე- ესაა ბუნების სიყვარული . არქიტექტორ გაუდის კარიერა სკანდალით დაიწყო - 26 წლის დებიუტანტმა ბარსელონას მუნიციპალურ ხელისუფლებას უჩვეულოდ მაღალი ჰონორარი მოსთხოვა . არანაკლებ უჩვეულო სანახავი იყო მარმარილოს ფუნდამენტზე წამოჭიმული მონუმენტური ლამპიონები , რომელიც ფრთაგამოსხმულ მუზარადიან მებრძოლებს გავდა . მუნიციპალიტეტის პირველი შეკვეთა უკანასკნელი აღმოჩნდა . ქალაქის მთავრობამ ოსტატის ხელობა ერთადერთხელ დააფასა : ტექსტილის მაგნატის - კალვეტის საცხოვრებელი სახლის არაჩვეულებრივი პროექტისათვის . ავტორი ამ სამუშაოს შესრულებიდან 20 წლის შემდეგ დააჯილდოვეს .
მონუმენტალური ეკლესია გაუდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები . მას არქიტექტორის ჩანაფიქრში " მეოცე საუკუნის ეკლესიის " ტიტული უნდა მოეპოვებინა . ეს ასეც მოხდა , თუმცა , გაუდი ამ დღეს ვერ მოესწრო . ეკლესია , რომლის სამუშაოებსაც გენიოსმა მთელი ცხოვრება შესწირა , მას დაუმთავრებელი დარჩა ანტიონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა და დაიღუპა ... ეს 1926 წელს იყო . მანამდე კი გაუდიმ თითქმის შეძლო , თავისი სიზმრები არქიტექტურაში გაეცოცხლებინა . პასეო დე გრასია ბარსელონას ერთ -ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქუჩა . მეტროდან ამოსვლისთანავე , ხედავთ საოცრებას - დგას სახლი , რომელიც ზღვას გავს , აქვს აივნები ნიღბებივით , სახურავი გიგანტური რეპტილიასავით , ფერები სიზმარივით . ეს " კაზა ბატლოა ", ქსოვილებით მოვაჭრე ჯოზებ ბატლო კაზანოვასის სახლი , ანტონიო გაუდის ერთ - ერთი შედევრი . ბატლოს ნამდვილად გაუმართლა მისი მეწარმე მეგობრები იმ ხანად სულ შურით სკდებოდნენ ბატლოსნაირი სახლი ბარსელონაში არავის ჰქონდა . მიზანიც ეს იყო ბატლომ გაუდი თავისი ერთფეროვანი და უსახური სახლის გასალამაზებლად დაიქირავა . სამუშაოები 1904-06 წლებში მიმდინარეობდა . გაუდიმ მისტიციზმი , აბსტრაქტული ნატურალიზმი , ექსპრესიონიზმი ყველაფერი ერთად გამოიყენა და შედეგად თავისი ერთ - ერთი ყველაზე დასრულებული ნაწარმოები მიიღო . " კაზა ბატლო " სიმსუბუქეს და სინათლეს აფრქვევს , მიზეზი კი მრავალფეროვანი კერამიკული დეკორაციებია . ეხლა პირველი სართულის ფასადს დააკვირდით , სანამ ფანჯრების ფერადი შუშები მოგჭრიან თვალს , ლოჯიის ტალღებივით ნაკვეთი ქვის კედლებით დატკბით . ასე უცნაურად დამუშავებული ქვების გამო , " კაზა ბატლოს " ბარსელონელები " ლა კაზა დელ ოსოსაც " ეძახიან , ანუ ძვლების სახლს . მართლაც ქვის კედლები ძვლებს გვანან , ფერითაც და ფორმითაც . ... კონტრასტმა გაგაოცათ , არა ? უფრო მაღლა ხომ კერამიკისა და ფერადი შუშის მოზაიკას რკინის აგრესიული აივნები ცვლის , ნიღბის ფორმის , გამომწვარი თუჯით დამზადებული . სხვათა შორის , გამომწვარი თუჯი გაუდის საყვარელი მასალაა. სახურავი კი ... სახურავი გიგანტური დინოზავრის ხერხემალს გავს , ყველაფერს კი პატარა კოშკურა აგვირგვინებს , გაუდის საყვარელი ორნამენტით ოთხწახნაგოვანი ჯვრით . გაუდის წარმოსახვა არც ინტერიერის მოწყობისას ნელდება . დახვეული კიბეები , ფართო ჰოლები , ფანჯრები , საიდანაც ფასადის გარდამავალი ფერების შესაბამისად , ოთახში სხვადასხვა ფერის სინათლე იჭრება . ფერები ერთმანეთს მოზაიკური ვიტრაჟების წყალობითაც ცვლის , ხოლო არასწორი ფორმების და ხაზების საშუალებით ჭერი და იატაკი თითქოს ერთმანეთს ერწყმის , ერთი მთლიანია . რა გასაკვირია , რომ ასეთი მდიდრული წარმოსახვის მქონე გაუდი ავეჯსაც შემოქმედებითად უდგება . არც ერთი დეტალი ერთმანეთს არ გავს . თითოეული ნივთის, თითოეული ნიუანსი სრულყოფილია და შედევრია . მთლიანობაში სიმყუდროვე . აი , ასეთი ექსცენტრიული , ორიგინალურია გაუდი . მისი არქიტექტურა ინტრიგაა , ფანტაზიაა, არც ერთი სწორი ხაზია . მდიდარი წარმოსახვა , როგორც ამბობენ , გაუდის ბავშვობის წლებიდან მოჰყვება . რევმატიზმით გატანჯულ არქიტექტორს ექიმმა სოფელში , სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობა გამოუწერა . ალბათ , სწორედ მაშინ იგრძნო გაუდიმ პირველად დეტალის , ბუნების სილამაზე ... თუმცა , ერთი დრამატულ - კომიკური დეტალი : 1926 წლის ივლისის ერთ , თითქოს მშვენიერ დღეს , როცა გაუდი ტრადიციულად , სამსახურიდან წმ . ფილიპ ნერის ეკლესიისკენ მისეირნობდა , ტრამვაი დაეჯახა . მის დასახმარებლად არავინ განძრეულა ღარიბული ტანსაცმლის გამო გამვლელებმა გაუდი ქუჩის მაწანწალად მიიღეს . რამდენიმე ხანში , ის საავადმყოფოში გარდაიცვალა .
ანტონიო გაუდი on PhotoPeach
საგრადა ფამილია
Комментариев нет:
Отправить комментарий